საქართველოს ტურისტული კატალოგი

განათავსეთ თქვენი ბიზნესი
გლობალურ ბაზარზე

მიიღეთ პირდაპირი ჯავშნები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და მართეთ გაყიდვები მარტივად. ჩვენი პლატფორმა თქვენს შეთავაზებას ოთხ ენაზე ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის.

4 ენა EN, DE, IT, FR
80% მობილური მომხმარებლები
Google SEO Schema.org ოპტიმიზაცია
უფასო რეგისტრაცია
ᲣᲞᲘᲠᲐᲢᲔᲡᲝᲑᲔᲑᲘ

რატომ Georgian Travel Marketplace

საერთაშორისო აუდიტორია

უკავშირდებით ტურისტებს, რომლებიც გეგმავენ საქართველოში მოგზაურობას მთელი მსოფლიოდან.

SEO ოპტიმიზაცია

თქვენი სერვისები ოპტიმიზირებულია Google-ის საძიებო სისტემაში საუკეთესო SEO პრაქტიკით და Schema.org მარკირებით.

მობილურზე თავსებადობა

ტურისტების 80% სერვისებს ეძებს მობილურით - პლატფორმა ოპტიმიზირებულია ყველა მოწყობილობისთვის.

მოქნილი ფუნქციონალი

თუ გჭირდებათ სპეციფიკური ფუნქცია, ჩვენ მოვარგებთ პლატფორმას თქვენი ბიზნესის საჭიროებებს.

სერვისების ტიპები

რა ტურისტული სერვისებია განთავსებული კატალოგში?

ტურები და ექსკურსიები

ერთდღიანი ტურები, მრავალდღიანი მოგზაურობები, კულტურული გამოცდილებები

ავტომობილების ქირაობა

ტრანსპორტის ქირაობა ტურისტებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ საქართველოში

ღვინის გამოცდილებები

ღვინის დეგუსტაცია, ღვინის ტურები, ღვინის მაღაზიები

ადგილობრივი ბიზნესები

რესტორნები, სასტუმროები, ადგილობრივი სერვისები ტურისტებისთვის

ეტაპები

როგორ მუშაობს?


1

დაარეგისტრირეთ ბიზნესი

შექმენით ანგარიში და დაელოდეთ ბიზნეს ინფორმაციის მარტივ დადასტურებას

2

დაამატეთ თქვენი სერვისები

განათავსეთ ინფორმაცია თქვენი ტურების, ავტომობილების, ღვინის დეგუსტაციის თუ მარნების შესახებ. ატვირთეთ ფოტოები და აღწერეთ თქვენი უნიკალური შეთავაზება.

3

მიიღეთ ჯავშნები

მიიღეთ პირდაპირი ჯავშნები ტურისტებისგან

მთავარი ფუნქციონალი

პლატფორმის მახასიათებლები

ოთხ ენოვანი პლატფორმა - ინგლისური, გერმანული, იტალიური და ფრანგული — ოთხი ძირითადი ტურისტული ბაზარი ერთ კატალოგში

პროფესიონალური კატალოგი - წარმოაჩინეთ თქვენი სერვისები თანამედროვე UI/UX დიზაინით

ჯავშნები პროფილში - ტურისტების ჯავშნები განთავსდება პირდაპირ თქვენს სამართავ პანელში. ასევე ტურისტს შეუძლია თქვენი საკონტაქტო ინფორმაციაც ნახოს და პირდაპირ დაგიკავშირდეთ ტელეფონით ან ელ.ფოსტით

სწრაფი რეგისტრაცია - ნუ დაკარგავთ დროს რთულ სარეგისტრაციო ფორმებზე. პლატფორმა შექმნილია მაქსიმალური სისწრაფისთვის — დარეგისტრირდით, დაადასტურეთ თქვენი ბიზნესი და თქვენი სერვისები მყისიერად გახდება ხილვადი გლობალური აუდიტორიისთვის.

ინდივიდუალური გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესისთვის - ჩვენი პლატფორმა მუდმივად ვითარდება. თუ თქვენს სერვისს სჭირდება სპეციფიკური ფუნქციონალი — იქნება ეს განსხვავებული ჯავშნის ფორმა, ფასწარმოქმნის მოდელი თუ მართვის ხელსაწყო — ჩვენი მზად ვართ, მოვარგოთ სისტემა თქვენი ბიზნესის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

სრულყოფილი გამოცდილება ყველა მოწყობილობაზე - ტურისტების 80%-ზე მეტი სერვისებს მობილური ტელეფონით ეძებს. პლატფორმა სრულად ოპტიმიზირებულია: თქვენი ტურები, ავტომობილები თუ ღვინის სერვისები იდეალურად გამოიყურება ნებისმიერ ეკრანზე — სმარტფონიდან და ტაბლეტიდან პერსონალურ კომპიუტერამდე. ეს ნიშნავს მეტ ჯავშანს და კმაყოფილ მომხმარებელს.

მაქსიმალური ხილვადობა Google-ის საძიებო სისტემაში - თქვენი სერვისები არამხოლოდ ჩვენს კატალოგში, არამედ პირდაპირ Google-ის ძიების შედეგებში გამოჩნდება. Schema.org-ის უახლესი სტანდარტების საშუალებით, ტურისტები თქვენს ტურებს, ავტომობილებსა თუ ღვინის ფასებს, ფოტოებსა და რეიტინგებს პირდაპირ Google-ში დაინახავენ. ეს ნიშნავს მეტ გადასვლას და მაღალ ნდობას თქვენი ბიზნესის მიმართ

თქვენი ადგილი საქართველოს საუკეთესო სერვისების კატალოგში - GeoTravelMarket არ არის მხოლოდ სია — ეს არის გადამოწმებული და სანდო ბიზნესების პლატფორმა. თქვენი კომპანია წარმოდგენილი იქნება მაღალტექნოლოგიურ კატალოგში, რომელიც სპეციალურად საერთაშორისო ტურისტებისთვის შეიქმნა. ჩვენი რეპუტაცია თქვენი ბიზნესის ნდობის გარანტიაა.

სამართავი პანელი

ავტომობილების ქირაობის სამართავი პანელი

Car Rental ვენდორს აქვს სრული კონტროლი საკუთარ ბიზნესზე — ყველა საჭირო ფუნქცია გაერთიანებულია ერთ ინტუიციურ სივრცეში

ავტომობილების სრული მართვა - მართეთ თქვენი ავტოპარკი მარტივად: დაამატეთ, დაარედაქტირეთ ან წაშალეთ მონაცემები. თითოეული ავტომობილისთვის შეგიძლიათ მიუთითოთ დეტალური მახასიათებლები: ფოტოები, საწვავის ტიპი, გადაცემათა კოლოფი, ადგილების რაოდენობა და გამოშვების წელი.

ლოკაციების მართვა (Pickup & Drop-off) - განსაზღვრეთ ავტომობილის გაცემისა და ჩაბარების წერტილები (მაგ.: თბილისის აეროპორტი, ქალაქის ცენტრი, ქუთაისი). სისტემა საშუალებას გაძლევთ, თითოეულ ლოკაციაზე დააწესოთ ინდივიდუალური დამატებითი საფასური.

ფასების სისტემა - მიუთითეთ დღიური ფასი, სისტემა კი ავტომატურად დაითვლის ჯამურ ღირებულებას: დღეების რაოდენობა ტარიფი + ლოკაციის დანამატი + დამატებითი სერვისები (Extras).

დამატებითი სერვისები (Extras) - შესთავაზეთ მომხმარებელს დამატებითი კომფორტი: ბავშვის სავარძელი, GPS ნავიგატორი, მეორე მძღოლი ან სადაზღვევო პაკეტი. თითოეულ სერვისზე შეგიძლიათ დააწესოთ ინდივიდუალური დღიური ტარიფი.

დაჯავშნის ვადების კონტროლი - მართეთ გაქირავების პერიოდი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად: დააწესეთ მინიმალური და მაქსიმალური ვადები (მაგ.: მინ. 2 დღე), ასევე განსაზღვრეთ წინასწარი ჯავშნის (Advance Booking) პერიოდი.

ჯავშნების მართვა - აკონტროლეთ ყველა შემოსული ჯავშანი ერთ სივრცეში: იხილეთ კლიენტის საკონტაქტო მონაცემები, ლოკაციები, თარიღები და ჯამური ღირებულება. მართეთ სტატუსები: დაადასტურეთ, გააუქმეთ ან მონიშნეთ შეკვეთა დასრულებულად.

ავტომატური შეტყობინებები - სისტემა მომენტალურად აგზავნის ელ.ფოსტის შეტყობინებას თქვენთან და ტურისტთან ჯავშნის დადასტურების, გაუქმების ან სტატუსის ნებისმიერი ცვლილების დროს.

ხელმისაწვდომობის კალენდარი - მართეთ თქვენი ავტოპარკის დატვირთვა ვიზუალური კალენდრის მეშვეობით. იხილეთ თავისუფალი და დაკავებული თარიღები რეალურ დროში.

მრავალენოვანიავტომატური თარგმნა - დაზოგეთ დრო: ავტომობილის დასახელება და აღწერა ერთი ღილაკის დაჭერით ავტომატურად ითარგმნება გერმანულ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე.

სამართავი პანელი

ტურების სამართავი პანელი

ტუროპერატორებს აქვთ წვდომა სპეციალიზებულ ინსტრუმენტებზე, რაც სრულყოფილი ტურისტული პროდუქტის შექმნის საშუალებას იძლევა.

დღიური იტინერარია (Itinerary Builder) - შექმენით დეტალური ტურის გეგმა მარტივად. თითოეული დღისთვის შეგიძლიათ დაამატოთ სათაური, ვრცელი აღწერა და ფოტომასალა, რაც ტურისტს სრულ წარმოდგენას შეუქმნის თქვენს შეთავაზებაზე.

Google Maps ინტეგრაცია - განსაზღვრეთ ლოკაციები Google Places-ის მეშვეობით. ტურისტს ავტომატურად გამოუჩნდება ინტერაქტიული რუკა ყველა მარშრუტითა და გაჩერების წერტილით, რაც სერვისს უფრო საინტერესოს და სანდოს ხდის.

Drag & Drop მარშრუტის დალაგება - შეცვალეთ დღეების თანმიმდევრობა ერთი ხელის მოძრაობით. "Drag & Drop" ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ, მარტივად გადააადგილოთ ტურის ეტაპები და მყისიერად დაალაგოთ იტინერარი სასურველი თანმიმდევრობით.

ავტომატური მრავალენოვანითარგმნა - ნუ დაკარგავთ დროს ტექსტების თარგმნაზე. ტურის აღწერა და დღიური მარშრუტი ერთი ღილაკის დაჭერით ავტომატურად ითარგმნება გერმანულ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე.

ჯავშნის სისტემა - ტურისტი თავად ირჩევს სასურველ თარიღს და მონაწილეების რაოდენობას. სისტემა ავტომატურად ითვლის ჯამურ ღირებულებას, ხოლო ჯავშნის დასრულებისას ორივე მხარე მყისიერად იღებს ელ.ფოსტის შეტყობინებას ყველა დეტალით.

სამართავი პანელი

ღვინის მაღაზიის / დეგუსტაციის სამართავი პანელი

Wine Shop ვენდორს აქვს სრული ინსტრუმენტები ღვინის პორტფოლიოს, დეგუსტაციის სერვისებისა და ჯავშნების სამართავად.

ღვინის პორტფოლიოს მართვა - შექმენით თქვენი ღვინოების ციფრული კატალოგი. თითოეული პროდუქტისთვის შეგიძლიათ მიუთითოთ დეტალური მახასიათებლები: დასახელება, ტიპი (წითელი, თეთრი, როზე, ცქრიალა), ყურძნის ჯიში, მოსავლის წელი (Vintage), მოცულობა, ალკოჰოლის შემცველობა და ფასი.

ხელმისაწვდომობის მართვა - აკონტროლეთ პროდუქციის ხილვადობა ერთი დაჭერით. AJAX ტექნოლოგიის მეშვეობით, შეგიძლიათ მყისიერად ჩართოთ ან გამორთოთ კონკრეტული ღვინის ჩვენება კატალოგში, თუ ის დროებით ამოიწურა მარაგში.

სამუშაო საათები და დროის ინტერვალები (Time Slots) - განსაზღვრეთ თქვენი ობიექტის სამუშაო განრიგი კვირის დღეების მიხედვით. სისტემა ავტომატურად დააგენერირებს ხელმისაწვდომ თავისუფალ ინტერვალებს, რაც ტურისტს დაჯავშნის პროცესს გაუმარტივებს.

სერვისების დაკავშირება სამუშაო განრიგთან - მიაბით კონკრეტული სერვისები (მაგ.: ღვინის დეგუსტაცია ან მარნის ტური) თქვენს სამუშაო საათებს. ტურისტი ჯავშნის ფორმაში მხოლოდ იმ დროს დაინახავს, როდესაც თქვენ რეალურად შეგიძლიათ მასპინძლობა.

ჯავშნების მართვა - ნახეთ ყველა მიღებული ჯავშანი: ტურისტის სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონი, არჩეული Time Slot, სასურველი პაკეტი (ჯგუფური / ინდივიდუალური), მონაწილეების რაოდენობა, სპეციალური მოთხოვნა, ჯამური ფასი. დაადასტურეთ, გააუქმეთ ან მონიშნეთ დასრულებულად.

ღვინის პორტფოლიო გვერდი ტურისტებისთვის - თქვენი პროდუქცია წარმოდგენილია დახვეწილი „Card“-ების სახით. ტურისტს შეუძლია მარტივად დაათვალიეროს სრული ასორტიმენტი, გაეცნოს ფოტოებსა და აღწერას, რაც ზრდის ინტერესს თქვენი ღვინის მაღაზიის მიმართ.

ავტომატური ელ.ფოსტის შეტყობინებები - დაზოგეთ დრო კომუნიკაციაზე: ჯავშნის განთავსების, დადასტურების ან სტატუსის ცვლილებისას სისტემა ავტომატურად აგზავნის შეტყობინებას თქვენს და სტუმრის ელ-ფოსტაზე.

მრავალენოვანი თარგმნა ერთი ღილაკით - წარადგინეთ თქვენი ღვინოები გლობალურ ბაზარზე. დასახელებები და აღწერები მომენტალურად ითარგმნება გერმანულ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე, რაც ოთხ სხვადასხვა ბაზარზე წვდომას გიადვილებთ.

პრიორიტეტების დახარისხება - მართეთ თქვენი პროდუქციის ჩვენების თანმიმდევრობა. გამოიტანეთ ყველაზე პოპულარული, სეზონური ან პრემიუმ კლასის ღვინოები კატალოგის პირველ გვერდზე.

ინდივიდუალური მიდგომა

ინდივიდუალური დიზაინი თითოეული ბიზნესისთვის

თითოეული ბიზნეს მიმართულება განთავსებულია თავისი უნიკალური ვიზუალიზაციით, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ამ ტიპის სერვისებისთვის.

ავტომობილების ქირაობა - სპეციალური ვიზუალიზაცია ავტომობილებისთვის - დეტალური სპეციფიკაციები, გადაცემათა კოლოფი, საწვავის ტიპი, ადგილების რაოდენობა და ინდივიდუალური ჯავშნის ფორმა თარიღების არჩევით.

ტურები და ექსკურსიები - განსხვავებული ლეიაუთი ტურებისთვის - დეტალური მარშრუტი, დღიური იტინერარია, ჩართული სერვისები და მორგებული ჯავშნის სისტემა ჯგუფური და ინდივიდუალური ტურებისთვის.

ღვინის გამოცდილებები - უნიკალური დიზაინი ღვინის მაღაზიებისთვის - ღვინის პორტფოლიოს წარმოსაჩენად და დეგუსტაციის სერვისებისთვის. თითოეულ ღვინოს აქვს დეტალური აღწერა, ფოტო და მახასიათებლები.

ადაპტირებული ფორმები - ყველა ბიზნეს ტიპს აქვს ინდივიდუალურად მორგებული საკონტაქტო და ჯავშნის ფორმები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული სერვისის საჭიროებებზე.

მნიშვნელობა

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

უცხოელი ტურისტები - ვინც აპირებს ან უკვე მოგზაურობს საქართველოში, ყველაზე მარტივად იღებს საჭირო ინფორმაციას ჩვენი პლატფორმიდან - ტურების, ავტომობილების ქირაობის, ღვინის დეგუსტაციის და სხვა სერვისების შესახებ.

Google-ში ძიება - როდესაც ტურისტი Google-ში ეძებს "car rental Tbilisi" ან "wine tasting Georgia", თქვენი სერვისი ჩნდება ძიების შედეგებში დამატებული Schema.org მარკირების წყალობით.

ბიზნესის ზრდა - გაზარდეთ თქვენი ბიზნესი საერთაშორისო ბაზარზე გასვლით. ჩვენი პლატფორმა გეხმარებათ დაუკავშირდეთ ახალ კლიენტებს.

ციფრული უპირატესობა

SEO და AI ინტეგრაციის უპირატესობები

თქვენი კომპანიის და სერვისების განთავსება ჩვენს კატალოგში გაძლევთ მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას როგორც ტრადიციულ საძიებო სისტემებში, ისე თანამედროვე AI პლატფორმებზე.

AI ჩათბოტების ინტეგრაცია (MCP)

ჩვენი პლატფორმა იყენებს Model Context Protocol (MCP) - ახალ სტანდარტს, რომელიც საშუალებას აძლევს AI ჩათბოტებს (ChatGPT, Claude, Gemini) პირდაპირ წვდომას თქვენს ინფორმაციაზე. როდესაც ტურისტი ეკითხება AI-ს "რომელი ტურების კომპანიაა საუკეთესო საქართველოში?", თქვენი კომპანია გამოჩნდება რეკომენდაციებში.

ღირებული Backlinks

კატალოგში განთავსება ქმნის ხარისხიან backlink-ებს თქვენი ვებსაიტისკენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი SEO ფაქტორი - Google აფასებს, როდესაც ავტორიტეტული საიტები (როგორიცაა ჩვენი) უკავშირდება თქვენს ბიზნესს. რაც მეტი ხარისხიანი backlink გაქვთ, მით უკეთეს პოზიციებზე ჩანხართ საძიებო სისტემებში.

საძიებო სისტემების ხილვადობა

თითოეული სერვისის გვერდი ოპტიმიზებულია Schema.org structured data-ით, რაც Google-ს ეხმარება უკეთ გაიგოს თქვენი სერვისის დეტალები. თქვენი ავტომობილი, ტური ან ღვინო გამოჩნდება Google Search-ში Rich Snippets-ით - ფოტოებით, ფასებით და რეიტინგით.

საერთაშორისო ხილვადობა

როდესაც ტურისტები ეძებენ "car rental Tbilisi", "wine tours Georgia", ან "guided tours Caucasus", თქვენი სერვისი ჩნდება არა მხოლოდ ჩვენს პლატფორმაზე, არამედ Google-ის საძიებო შედეგებში. ეს ორმაგი ხილვადობაა - როგორც ჩვენს კატალოგში, ისე დამოუკიდებლად Google-ში.

Social Signals და გამოხმაურებები

თქვენი კომპანიის პროფილი და სერვისები საშუალებას იძლევა მიიღოთ რევიუები, რეიტინგები და გამოხმაურებები, რაც მეტი პოზიტიური გამოხმაურება გაქვთ, მით უფრო სანდო ხართ როგორც საძიებო ძრავების, ისე AI პლატფორმებისთვის.

Domain Authority ზრდა

backlink ჩვენი კატალოგიდან ზრდის თქვენი ვებსაიტის Domain Authority (DA). უფრო მაღალი DA ნიშნავს, რომ Google უფრო მეტად ენდობა თქვენს საიტს და აჩენს თქვენ საიტს უკეთეს პოზიციებზე. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია თქვენი ონლაინ ხილვადობისთვის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის?

თანამედროვე ტურისტები 80% შემთხვევაში იწყებენ მოძიებას ონლაინ - ან Google-ში, ან AI ჩათბოტებით. თუ თქვენი ბიზნესი არ ჩანს ამ არხებში, თქვენ კარგავთ უმეტესობა პოტენციურ კლიენტებს. ჩვენი კატალოგი უზრუნველყოფს, რომ თქვენ იყოთ ხილვადი ყველგან - Google-ში, AI ჩათბოტებში, და დამოუკიდებლად ჩვენს პლატფორმაზე.

გახადეთ თქვენი ტურისტული ბიზნესი ხილვადი მთელ მსოფლიოში

შემოუერთდით GeoTravelMarket-ს დღესვე და დაუკავშირდით ტურისტებს, რომლებიც გეგმავენ საქართველოში მოგზაურობას

დარეგისტრირდით ახლავე

კითხვები გაქვთ? დაგვიკავშირდით: [email protected]